Tuesday, May 11, 2010






1.პროექტის სახელი: ”ჩვენ დავმეგობრდით”
2.პროექტის მიზანი: ბავშვების დამეგობრება , ერთმანეთის ტრადიციების გაცნობა, ექსკურსიის მოწყობა, თანადგომა.
3. პროექტის სრული აღწრა: გორის მე-3 საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის ნათია ვანიშვილის ინიციატივით, რომელიც ამჟამად იმყოფება ქარელის რაიონის სოფელ გვერძინეთში ,დედათა მონასტერში, მე-2 კლასის მოსწავლეებმა გაუგზავნეს წერილები,საჩუქრები სოფელ გვერძინეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს , რომლებიც არიან ჩამოსახლებულები მაღალმთიან აჭარიდან. საპასუხოდ მათგან მიიღეს წერილები,რომლებშიც დიდ მადლობას უხდიან ბავშვებს, თანადგომისთვის და საჩუქრებისთვის. მე და ჩემს მოსწავლეებს სურვილი გვაქვს მოვაწყოთ ექსკურსია სოფელ გვერძინეთში , რათა უფრო ახლოს გაიცნონ ერთმანეთი ბავშვებმა და სურთ რომ ისინი მოიპატიჟონ ღონისძიებაზე :"მე ქალაქიდან, შენ ქალაქისკენ ", რომელიც ჩატარდება 10.06.2010.
4.მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 4-5 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: წერილის წერა. ფერადი ქაღალდებისაგან ლამაზი ბარათების შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება , შეიქმნას: წერილები, წერილების გასაგზავნი, ლამაზად გაფორმებული ბარათები.
8. სასარგებლო სხვებისთვის:
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ქარელის რაიონი , სოფელ გვერძინეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები .
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული: წერენ წერილს მეგობრებს, ადრესატის მიხედვით(მაგ:წერილი მეგობარს) შეარჩევს საკომუნიკაციო ეტიკრტს(მისალმების,გამომშვიდობების, მოკითხვის, კეთილი სურვილების და ა. შ. აღმნიშვნელი ჩვეულებრივი და თავაზიანი ფორმები).
ხელოვნება:შერეული მასალითა და სხვადასხვა ტექნიკით ქმნიან ღია ბარათებს.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნინო ხუციშვილი
13 ფასილიტატორის ელ. ფოსტა: ninkhutsishvili@gmail.com


2 comments:

  1. ნინო, ძალიან მომეწონა იდეაც და ბლოგიც! აბა შენ იცი! წარმატებებს გისურვებთ წამოწყებულ საქმეში და სხვა ყველაფერშიც!

    ReplyDelete
  2. ნინო,გთხოვთ გააგრძელოთ სქემის აქტივობების ატვირთვა ბლოგზე. საინტერესო და თქვენთვისაც ძალიან სასარგებლო ბლოგია. ველოდებით შემდეგ მასალებს.

    ReplyDelete